- პროექტის სახელწოდება: ვსწავლობთ ერთად.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ინკლუზიური სწავლება. ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის აღზრდა მოზარდ თაობაში.
- პროექტის აქტუალობა: პროგრესული წინსვლის შედეგად გამოწვეული დროის დეფიციტს გამო ურთიერთობის ხანგრძლივობის შეზღუდვა მოზარდ თაობაში. თანატოლების გააქტურებით სსსმ და შშმ მოსწავლეებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებს შევუქმნათ გარემო და შესაბამისი პირობები რათა გაახანგრძლივონ ურთიერთობის დრო, ჩამოყალიბდეს მათ შორის ჰუმანური და მზრუნველი დამოკიდებულება.
- მონაწილეთა ასაკი: 6-16 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენა, მხატვრული კითხვის საღამო, პლაკატები.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ხატვისთვის საჭირო მასალა, მხატვრული ლიტერატურა.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად. ჯგუფები ირჩევენ სამუშაო თემებს „ჩვენ ვხატავთ“, „პოეზიის სამყაროში“, „ინკლუზიური სწავლება“. პირველი ჯგუფი მითითებული მხატვრული ლიტერატურიდან მოიძიებს ნაწარმოებებს ჰუმანიზმის თემაზე. მეორე ჯგუფი ქმნის ნამუშევრებს ტოლერანტულ დამოკიდებულებაზე. მესამე ჯგუფი მოიძიებს მასალას ინკლუზიურ განათლების შესახებ.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ირმა სუქიაშვილი.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: suqiashviliirma@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://suqiashviliirma.blogspot.com/
